ირაკლი აბაშიძის ხსოვნის ტურნირი

20 ივნისი 2023, 19:57 862 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო წარსულში ცნობილი მოკრივის, აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირი მოსწავლე მოკრივეთა შორის. ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართება. შეჯიბრებაში ხუთი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის 100-მდე წარმომადგენელი 18 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. აჭარა ტურნირზე 20 მოკრივითაა წარმოდგენილი. შეჯიბრების მთავარი მსაჯი სინგაპურელი ვადიველ სტეფანია, რომელსაც მსაჯობის კვალიფიკაციაში სამი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. დღეს მერვედფინალური შეხვედრები გაიმართება. ხვალ და ზეგ, შესაბამისად მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ჩატარდება. 23 ივნისს კი ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან. ორთაბრძოლები 14:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი