ირაკლი აბაშიძის ხსოვნის ტურნირი კრივში

20 ივნისი 2023, 10:45 851 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს წარსულში ცნობილი მოკრივის, ჩვენი თანაქალაქელის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭაბუკ მოკრივეთა შორის.

შეჯიბრებაში ხუთი ქვეყნის 100 წარმომადგენელი იასპარეზებს, აჭარა ტურნირზე 20 მოკრივით იქნება წარმოდგენილი. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ასპარეზობა 18 წონით კატეგორიაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების მთავარი მსაჯი სინგაპურელი ვადიველ სტეფანი იქნება, რომელსაც მსაჯობის კვალიფიკაციაში სამი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული.

ასპარეზობა სამ დღეს გაგრძელდება. ფინალური შეხვედრები კი 23 ივნისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი