ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის

19 ივნისი 2023, 10:05 443 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ სტილში მოჭიდავე 17-წლამდელთა შორის. 18 ივნისს გიორგი კვინიკაძის გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ 3 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და 1 - ვერცხლი.

ევროპის ჩემპიონები გიორგი მაისურაძე და სანდრო ყურაშვილი გახდნენ, ვერცხლს კი მათე ცინაძე დასჯერდა. საერთო ჯამში ქართველი ფალავნების მონაგარი 7 მედალია - 2 ოქრო, 1 - ვერცხლი და 4 - ბრინჯაო.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 150 ქულით მესამე ადგილზე გავიდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი