ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

18 ივნისი 2023, 17:50 702 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ფარვის გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრება ჭაბუკთა და უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის ფალავნებთან ერთად სომხეთის ნაკრების მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ.

ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს პირველად ჩატარდა, თუმცა ორგანიზატორთა განცხადებით ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში