დასრულდა ბათუმის პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გამართული აჭარის თასის გათამაშება ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის.
შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ბათუმის „ბათუმი“, ზესტაფონის „მარგვეთი“, თბილისის „თბილისი“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.
ფინალში ერთმანეთს „ბათუმი“ და „მარგვეთი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა და აჭარის თასის პირველი გათამაშების მფლობელი სწორედ ზღვისპირული გუნდი გახდა.