ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 

17 ივნისი 2023, 17:19 604 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ფარვის გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის ფალავნებთან ერთად სომხეთის ნაკრების მოჭიდავეებიც მონაწილეობენ.

ჩემპიონობისთვის 300-მდე სპორტსმენი იბრძვის. ტურნირი ხვალ დასრულდება და ხვალვე გაირკვევა ჩემპიონთა და პრიზიორთა ვინაობაც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი