საქართველოს ნაკრები დღეს კვიპროსს დაუპირისპირდება

17 ივნისი 2023, 11:28 470 ნახვა

დღეს, კვიპროსის ნაკრები ლარნაკასაეკ არენაზე“ საქართველოს უმასპინძლებს. ამ გუნდებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ გამარჯვება არ აქვთ.

მარტში კვიპროსი შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა, საქართველოს ნაკრები კი ბათუმში ნორვეგიას დაუზავდა – 1:1.

საქართველოს ნაკრები კვიპროსს აქამდე 6-ჯერ შეხვდა და ბალანსი უარყოფითია: 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. საქართველოს ნაკრებს სტუმრად 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ბოლო გასვლითი მარცხი იყო 2021 წლის 8 სექტემბერს, ტესტ-მატჩში ბულგარეთთან. კვიპროსის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო და 2 წააგო, 1 ფრე. მატჩი დღეს 22:45 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში