ინდოეთი სანაპიროებთან დღეს საღამოს ძლიერ ციკლონის ელოდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სანაპირო რაიონებიდან 75 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-მდე გაიზრდება.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ქარიშხალმა შესაძლოა გამანადგურებელი შედეგი გამოიწვიოს განსაკუთრებით დაუცველი სანაპირო დასახლებებისთვის.
სანაპირო ქალაქ დვაკაში დაკეტილია სკოლები, ტაძრები, მაღაზიები და პორტი.