გალტიე თუ გარსია - ვინ გაწვრთნის კვარაცხელიას „ნაპოლის“? 

14 ივნისი 2023, 14:40 546 ნახვა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ, შესაძლოა, ამ ზაფხულს იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ ჩაიბაროს. „სკაი სპორტის“ განცხადებით, ფრანგი სპეციალისტი ამ პოსტზე მთავარი ფავორიტი გახლავთ. ასევე ნეაპოლური კლუბი განიხილავს რუდი გარსიას კანდიდატურას, რომელიც ცოტა ხნის წინ კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრს“ წვრთნიდა.

გალტიე ფორმალურად რჩება „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად, მაგრამ ფრანგული პრესის ინფორმაციით, მალე მას პოსტიდან გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ აღარ დარჩება „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი