შენგელიას „ბოლონია“ „მილანთან“ ისევ დამარცხდა 

12 ივნისი 2023, 10:05 549 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის საკალათბურთო სერია ა-ს ფინალში, სერიის მეორე შეხვედრაში მილანთან სტუმრად ზედიზედ მეორედ 76:79 დამარცხდა.

შენგელია თავისი გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ვირტუსისთვის ეს ფინალში მეორე მარცხია.

სერიები კი ბოლონიაში გადაინაცვლებს და შენგელიას გუნდი სახლში ზედიზედ ორ შეხვედრას გამართავს. შემდეგი დაპირისპირება 14 ივნისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი