თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტურნირი ფარიკაობაში

11 ივნისი 2023, 20:02 578 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს და აჭარის სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ფარიკაობაში.

შეჯიბრება სამი დღის მანძილზე ხმლით, დაშნით და რაპირით ასპარეზობაში ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის ასამდე სპორტსმენი, მათ შორის თენგიზ მორჩილაძის სახელობის ფარიკაობის აკადემიის მოფარიკავეები მონაწილეობდნენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი წლიდან თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი საერთაშორისო გახდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი