სკუდეტო და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი 

05 ივნისი 2023, 10:48 499 ნახვა

კრიშტიანო რონალდო, პაულო დიბალა, რომელუ ლუკაკუ, რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია. ეს იტალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონების საუკეთესო ფეხბურთელების ოფიციალური ჩამონათვალია. ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცა.

ხვიჩამ სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა და "ნაპოლის" 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი 10 საგოლე გადაცემით დაასრულა და სხვადასხვა პრიზთან ერთად, საუკეთესო ასისტენტის ჯილდოც დაიმსახურა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში