გიორგი გველესიანი ირანის თასის გამარჯვებულია და სეზონი დუბლით, - ჩემპიონობას პლუს თასით დაასრულა. ფინალში ქართველის გუნდი „ესტეგლალს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ირანის თასის ფინალს 100 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. „პერსეპოლისი“ ტორაბის გოლით 30-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მისმა მეტოქემ 102-ე წუთზე მორადმანდის გოლით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ქართველის გუნდს გამარჯვება 110-ე წუთზე ალიშაჰმა მოუტანა. გიორგი გველესიანმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ მის მიერ იყო წამოწყებული.