გამარჯვება მეცამეტე წამზე 

01 ივნისი 2023, 11:01 1370 ნახვა

თბილისში გამართულ ჯი-ეფ-სის ტურნირზე შერეულ ორთაბრძოლებში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა ბათუმის საბრძოლო აკადემიის მებრძოლმა ამირან მამულაძემ, რომელმაც ერთგვარი რეკორდიც დაამყარა, მან გამარჯვების მოპოვება მეცამეტე წამზე შეძლო, როდესაც ნოკაუტში ჩააგდო.

დღეს ემ-ემ-ეის მებრძოლი დაბრუნდა ბათუმში საბრძოლო აკადემიაში მორიგი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოში, ბათუმში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ აგვისტოში ბათუმურ ტურნირზე აკადემიის ექვსი მებრძოლი იჩხუბებს. ამათგან ორი - რუსლან ბოლქვაძე და გოჩა შაინიძე ჯი-ეფსის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი