მესის წელიწადში 600 მილიონ ევროს სთავაზობენ

30 მაისი 2023, 11:19 633 ნახვა

ლიონელ მესი შესაძლოა საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გადავიდეს. როგორც ფრანგული ინტერნეტ-გამოცემა იტყობინება, არგენტინელი არჩევანის გაკეთებას აპირებს „ბარსელონასა“ და „ალ-ჰილალს“ შორის.

ქალაქ ერ-რიადის კლუბმა მესის ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის ღირებულება ერთი მილიარდ 200 მილიონი ევრო იქნება.

წელიწადში 600-მილიონიანი კონტრაქტით მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება.

იწერება იმის შესახებ, რომ მესის მამამ და აგენტმა ხორხე მესიმ უკვე მიიღეს ეს შეთავაზება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი