ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სარაგოსა იოლად, 92:69 დაამარცხა. კანარიელებმა პირველი პერიოდი 8 ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და სოლიდური სხვაობითაც გაიმარჯვეს. გიორგი შერმადინმა 24 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, ასეთი მაჩვენებელი კი მის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელო უერტასს ჰქონდა. ლენოვო ტენერიფემ რეგულარული სეზონი 24 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზე დაასრულა, შედეგად პლეი ოფში, მეოთხედფინალურ სტადიაზე მალაგას უნიკახას შეხვდება.