„დენვერი“ სუპერფინალშია

23 მაისი 2023, 20:05 616 ნახვა

დენვერ ნაგეტსი NBA-ს სუპერფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს. დღევანდელ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსი დენვერთან 111:113 დამარცხდა. სერიაში კი ანგარიში 0:4 დაფიქსირდა. 38 წლის ჯეიმსმა 48 წუთი ითამაშა და 40 ქულა, 10 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა. ნიკოლა იოკიჩმა განსაკუთრებით მეორე ტაიმი ჩაატარა შესანიშნავად, სერბმა 30 ქულით, 14 მოხსნით და 13 ასისტით კიდევ ერთი სამმაგი დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ იოკიჩი ერთხმად დაასახელეს სერიის საუკეთესო კალათბურთელად და მეჯიქ ჯონსონის თასიც გადასცეს, იოკიჩმა დღევანდელ თამაშში რეკორდი შეასრულა მერვე სამმაგი დუბლი ამ პოსტსეზონში - ნიკოლა იოკიჩმა ამით პლეი ოფის ძველი რეკორდი მოხსნა, რომელიც უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა. ჯამალ მარის 25 ქულა ჰქონდა, ასევე კარგი მატჩი ჰქონდა აარონ გორდონს, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. სუპერფინალში დენვერი მაიამი:ბოსტონის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება, ამ წყვილში ანგარიში 3:0-ია, მაიამის სასარგებლოდ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში