3 ქართული გდება მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო იპონებს შორის

23 მაისი 2023, 20:02 539 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის 20 საუკეთესო იპონი დაასახელა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მიერ შესრულებული სამი ილეთიც მოხვდა. საუბარია შედეგიან გდებებზე, რომლებიც ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გიორგი სარდალაშვილმა შეასრულეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის საუკეთესო იპონად იაპონელი უტა აბეს მიერ შესრულებული ილეთი შეფასდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა, ინდივიდუალურ ტურნირში კი 4 მედალი მოიპოვა: ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ვერცხლს ლაშა ბექაური დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს გიორგი სარდალაშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი