სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენების წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო ტურნირზე

22 მაისი 2023, 20:52 1851 ნახვა

ლატვიაში გამართულ მოკრივეთა საერთშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენებმა. შეჯიბრებაზე, რომელიც როგორც ჭაბუკთა, ასევე ახალგაზრდებს შორის გაიმართა, ბათუმელები ოთხი სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილი ორ ასაკობრივ და ოთხ წონით კატეგორიაში. საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა ოთხი მედალი მოიპოვა. ამათგან სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს. ახალგაზრდებს შორის 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნიკიტა ბარამიძე გახდა, ლუკა ედიშერაშვილი და ალექსანდრე ბალაძე ჭაბუკთა შორის გახდნენ ჩემპიონები. ამავე კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ჭეიშვილმა. დღეს ბათუმელი მოკრივეები უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში და მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. აკადემიის ხელმძღვანელობამ მათ სიურპრიზი მოუწყო, შეჯიბრებიდან დაბრუნებულებს დარბაზში ევროპის ჩემპიონი გიორგი ყუშიტაშვილი და ლეგენდარული ქართველი მოკრივე რამაზ ფალიანი დახვდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს ლატვიაში წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალი გამარჯვებები უსურვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი