მადრიდის „რეალმა“ საკალათბურთო ევროლიგა მოიგო 

22 მაისი 2023, 10:45 627 ნახვა

ევროლიგის 2022-23 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის რეალია, რომელმაც სერხიო ლულის ბოლო წამებზე ჩაგდებული ბურთით ფინალში ოლიმპიაკოსი 79:78 დაამარცხა და ეს ტიტული ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა.

მანამდე კი, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მონაკომ, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილია, ბარსელონა 78:66 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი ორივე გუნდის მხრიდან ალეკსანდერ ვეზენკოვი იყო, რომელსაც 29 ქულა ჰქონდა, რეალის მხრიდან 15 ქულით საუკეთესო სერხიო როდრიგესი იყო. აღსანიშნავია, რომ ლულმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო და ისიც ბოლო წამებზე.

რაც შეეხება მონაკოს, ფრანგულმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, ბარსელონამ მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა და საბოლოო ჯამში, მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი