ბათუმი უკვე მეორედ „მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგის გათამაშებას უმასპინძლებს, რომელშიც ბათუმის 32 საჯარო და კერძო სკოლის 500-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ბოტანიკურ ბაღში „ბათუმის მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-ის“ კენჭისყრა და პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ტურნირის ორგანიზატორები აჭარის სპორტის დეპარტამენტი, ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, ბათუმის სპორტული ცენტრი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაცია“ არიან.