მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი ლუკა მაისურაძემ მოიგო

11 მაისი 2023, 20:12 1029 ნახვა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ისტორიაში პირველად ორი ქართველი ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდა.

ქართული ფინალის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონი 90 კგ.წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა.

ფინალი ძალიან დაძაბული გამოვიდა და გამარჯვება მაისურაძემ დამატებით დროში ოქროს ქულის წყალობით მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის 4 მედალია: 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), 1 ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაო (გიორგი სარდალაშვილი).

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი