ბათუმელი კიკბოქსიორების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

10 მაისი 2023, 19:49 962 ნახვა

ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ და იუნიორთა შორის წარმატებით იასპარეზეს აჭარის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლებმა. ოთხი მებრძოლიდან ოთხივემ მედალი მოიპოვა. ბათუმს ევროპის ჩემპიონის ტიტულით ნიკა სარჯველაძე დაუბრუნდა, ვიცე-ჩემპიონები კი ნიკა მგელაძე, მათე დიმიტრაძე და დემეტრე მოდებაძე გახდნენ. ბათუმელი მებრძოლები უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, შემდეგ კი საქართველოს ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავენ. გუნდი შეჯიბრებისთვის ვაჟა თურმანიძემ და ნინო კოპაძემ მოამზადეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი