ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალმა“ და „სიტიმ“ ფრე ითამაშეს 

10 მაისი 2023, 11:02 546 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველ მატჩში „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ესპანელებს ერთადერთი დარტყმა ჰქონდათ, რომლითაც გოლი გაიტანეს – ანგარიში ვინისიუსმა გახსნა.

ვინისიუსისთვის ეს იყო მეშვიდე გოლი მიმდინარე ლიგაზე. მასზე მეტი მხოლოდ ერლინგ ჰალანდსა და მოჰამედ სალაჰს აქვთ გატანილი. სულ ჩემპიონთა ლიგაზე ვინისიუსს 15 გოლი დაუგროვდა და ორ ლეგენდას გაუსწრო – რონალდოსა და ზინედინ ზიდანს, რომლებსაც 14-14 გოლი აქვთ. 

განმეორებითი შეხვედრა ინგლისელთა მოედანზე 17 მაისს გაიმართება.

„რეალის“ მთავარი მწვრთნელისთვის, კარლო ანჩელოტისთვის ეს იყო 190-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, რითიც სერ ალექს ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა. დღეს მეორე ნახევარფინალი სანსიროზე, „მილანსა“ და ინტერს“ შორის გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი