უმედლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის 

10 მაისი 2023, 10:12 507 ნახვა

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი მერვედფინალში დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა ფრანგ სარა-ლეონ სისიკესთან და შეჯიბრებაზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავა ლაშა შავდათუაშვილმაც. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე წრეში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან ვაზარით წააგო და ტურნირს ისიც უმედლოდ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი