ბუენოს-აირესში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი ქვიშაზე ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.
ჯემალ კილაძის შეგირდებმა ტურნირზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ნიკა კენჭაძე, დაჩი ფირუზაშვილი და მამუკა კორძაია გახდნენ.
ვიცე-ჩემპიონის წოდება ლევან ქელეხსაშვილმა მოიპოვა, დავით ხუციშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.