პარიზში სპორტული ოსკარის გამარჯვებულები დააჯილდოეს

09 მაისი 2023, 11:08 465 ნახვა

პარიზში გაიმართა პრესტიჟული სპორტული პრემიის – „სპორტული ოსკარების“ დაჯილდოვების ცერემონია, რომელზეც 2022 წელი შეაჯამეს.

წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი გახდა „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი, რომელიც შარშან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. არგენტინელი გახდა პირველი ისტორიაში, ვინც ორჯერ შეძლო ამ ნომინაციაში სპორტული აკადემიის ჯილდოს აღება.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია იამაიკელი პრაისი. მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი მძლეოსნობაში 100 მეტრზე და პირველი ქალი მძლეოსანი გახდა ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალურ სახეობებში ხუთი ოქროს მედალი მოიგო.

წლის გუნდი გახდა არგენტინის ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

წლის გარღვევის პრიზი მიიღო ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა, რომელმაც 2022 წელს პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი, აგრეთვე ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი გახდა.

ნომინაცია „წლის დაბრუნება“ მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი