ქართველი ათლეტების წარმატება მსოფლიო თასზე

04 მაისი 2023, 14:15 1027 ნახვა

მსოფლიო თასის ფინალური გათამაშება ძალისმიერ სპორტში. ჩეხეთში საქართველოდან შვიდი სპორტსმენი გაემგზავრა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სამი ათლეტი აჭარიდან იყო.

ირაკლი ფუტკარაძემ წოლჭიმში 145 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ამოწევაში კი 235 კილოგრამის დაფიქსირების შემდეგ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

14 წლის უკრაინელმა დიმა კოვტონიუკმა, რომელიც ექვსი თვეა დავით მჟავანაძესთან ვარჯიშობს, წოლჭიმში 70 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. რაც შეეხება დავით მჟავანაძეს, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი და ხუთი მსოფლიო რეკორდის მფლობელია, სამჭიდის ჯამში 645, ამოწევაში კი 255 კილოგრამი დააფიქსირა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

ზაფხულში ბათუმი ძალისმიერ სპორტში შავი ზღვის თასის გათამაშებას უმასპინძლებს, სადაც მსოფლიოს უძლიერესი ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას. სექტემბერში კი ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი