საიუბილეო ტურნირი ჭადრაკში

03 მაისი 2023, 14:28 510 ნახვა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი დღეს 82 წლის გახდა. სწორედ მის იუბილეს მიეძღვნა ტურნირი ჭადრაკში, რომელიც აჭარის ვეტერან ქალთა კავშირ - „ღიმილის ქალბატონების“ ინიციატივით, ვეტერანთა კლუბ „ნონაში“ გაიმართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა „ღიმილის ქალბატონების“ ყველა წევრმა მიიღო. გამარჯვებულები და პრიზიორები ტურნირის ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი