ქართველი ხელბურთელი ევროპის შესარჩევი ეტაპის ბომბარდირი გახდა

03 მაისი 2023, 10:19 554 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველმა ხელბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში უნგრეთს 31:30 სძლიეს და ქართული ხელბურთის ახალი ისტორია დაწერეს.

ირაკლი კბილაშვილის მოპოვებული პენალტი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელსაც    ექვს მატჩში 42 გოლი დაუგროვდა და შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ევროპის  ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდი წერს, რომ ცხოვრებაძემ ქართული ხელბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. გიორგიმ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.

ფინალური ეტაპის წილისყრა 10 მაისს დიუსელდორფში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში