თელავის სპორტის სასახლეში ფრენბურთში ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბათუმი" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.
ბათუმელებმა პირველი ორი სეტი მოიგეს, თუმცა შემდეგ მეტოქემ გათანაბრება მოახერხა. დამატებითი მეხუთე სეტი ქულა ქულაში წარიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.
1 მაისს ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართება და საქართველოს ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ვაჟთა შორის გადამწყვეტი, საჩემპიონო მატჩი თელავის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.