საქართველოს ჩემპიონატი ფრენბურთში 

29 აპრილი 2023, 20:02 642 ნახვა

თელავის სპორტის სასახლეში დასრულდა ფრენბურთში 2022-2023 წლების საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის.

ორმატჩიანი ფინალური სერია "თბილისმა" მოიგო,  "ბათუმი" კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. მესამე ადგილი კი ''ჯიკოს'' ერგო.

ხვალ ფინალური შეხვედრები ვაჟთა შორის დაიწყება, სადაც "ბათუმი" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში