საქართველოს ჩემპიონატი ფრენბურთში

28 აპრილი 2023, 17:30 495 ნახვა

დღეს თელავის სპორტის სასახლეში, ფრებურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში "ბათუმი" "თბილისს" დაუპირისპირდება.

წარმატებული სეზონის შემდეგ ხათუნა გიორგაძის შეგირდებმა ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ  ფორმატი შეცვალა და ორი ფინალური მატჩი დანიშნა. ჩემპიონის ტიტულს ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც ორ შეხვედრას მოიგებს. ფრეს შემთხვევაში დამატებითი სეტი დაინიშნება.

პირველი მატჩი რამდენიმე წუთში დაიწყება. აქვე შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს და 1 მაისს ამავე დარბაზში ფინალი ვაჟთა შორისაც გაიმართება.

"ბათუმი" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის შედეგს მომდევნო გამოშვებაში მოგაწვდით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში