თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში სასარის უმასპინძლა და მარტივად 86:69 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ბოლონიელების გამარჯვებაში დიდ წვილი შეიტანა. თორნიკემ მოედანზე გატარებულ 22 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.
ბოლონია“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 22 მოგებითა და 6 წაგებით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 30 აპრილს, „ტრევიზოს“ ესტუმრება.