გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა 

20 აპრილი 2023, 10:08 566 ნახვა

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სამმატჩიან ბრძოლაში დაამარცხა „მანრესა“ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. გუნდებმა საწყის ორ მატჩში მოგებები გაცვალეს. გადამწყვეტი შეხვედრა კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩი ისე მიიყვანეს ფინალამდე, გამარჯვებულის ბედი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. „ტენერიფემ“ საბოლოოდ 84:72 მოიგო.

გიორგი შერმადინმა 18 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი 22 ქულით ბრუნო ფიტიპალდო გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი