საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

19 აპრილი 2023, 14:02 565 ნახვა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა სოლიდური წინსვლა განიცადა ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის რეიტინგში და მოწინავე 50-ეულში შესვლა მოახერხა.

განახლებული სანაკრებო კლასიფიკაციის თანახმად, ქართველი ჩოგბურთელები 13 ადგილით დაწინაურდნენ და 340 ქულით 49-ე პოზიციაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა აპრილში აღნიშნული ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში ითამაშა და მართალია, 6-დან 4 მატჩი მოიგო, პირველ ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში სოფია შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ნინო ნაცვლიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე თამაშობდნენ, ირლანდია, სამხრეთ აფრიკა, კოსოვო და ლიეტუვა დაამარცხეს, ჯგუფურ ეტაპზევე ესტონეთთან წააგეს, გადამწყვეტი მატჩი კი პორტუგალიასთან დათმეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი