ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

18 აპრილი 2023, 11:09 619 ნახვა

ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც ორმა – გივი მაჭარაშვილმა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში და რობერტ დინგაშვილმა 57 კილოგრამში ნახევარფინალში იჭიდავეს.

მაჭარაშვილმა ფინალში გასასვლელად უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დამაჯერებლად 9:1 დაამარცხდა და დღეს ტურნირზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

დინგაშვილმა კი ნახევარფინალში თურქ სულეიმან ატლისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ტურნირზე გამომსვლელი სამი მოჭიდავე – ედემ ბოლქვაძე  გიორგი ელბაქიძე  და ვლადიმერ გამყრელიძე   მეოთხედფინალში დამარცხდნენ. ქართველებიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან მხოლოდ ბოლქვაძე განაგრძობს.

დღეს ასპარეზობაში კიდევ ხუთი ქართველი  შოთა ფარტენაძე,   ავთანდილ კენჭაძე,   ტარიელ გაფრინდაშვილი,  მირიან მაისურაძე და   გენო პეტრიაშვილი ჩაერთვებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში