ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს ფიცარნაგზე მხოლოდ ერთი ქართველი, ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟი კახი ასანიძე გავა, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
კახი ასანიძე 23 წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონია და დიდი შანსი აქვს, მედალი დიდებშიც მოიპოვოს.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს შოთა მიშველიძემ და რამინ შამილიშვილმა იასპარეზეს.