„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკულ ტერნეში მეორე შეხვედრაც მოიგო

17 აპრილი 2023, 10:01 621 ნახვა

სამხრეთამერიკულ ტურნეზე მყოფმა შავმა ლომმა მეორე მატჩი ჩილეს წარმომადგენელ სელკნამთან ჩაატარა და აკაკი ტაბუცაძის მიერ ბოლო წუთზე დადებული ლელოს წყალობით 33:30 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ქართულმა ფრენჩაიზმა პირველ შეხვედრაში არგენტინული დოგოსი 75:19 გაანადგურა. 

სელკნამის განაცხადში მსოფლიო თასზე გასული ჩილეს ეროვნული ნაკრების 17 მორაგბე იყო. შავი ლომი მეორე ტაიმის დასაწყისში 28:10 დაწინაურდა, თუმცა, ჩილელებმა 20 უპასუხო ქულა მიითვალეს და ბოლო წუთის წინ, ლიდერი მაინც სელკნამი იყო. თუმცა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მოწინააღმდეგე ტაბუცაძემ დაალელოვა. საერთო ჯამში, შავმა ლომმა 5 ლელო დადო.

ტაბუცაძის გარდა, თავი ოთარ ლაშხმა, გიორგი ბაბუნაშვილმა, მიხეილ ბაბუნაშვილმა და შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინეს. ტურნეზე მყოფი ქართული ფრენჩაიზი მომდევნო მატს 22 აპრილს ჩაატარებს, როდესაც ბუენოს აირესში არგენტინულ,, პამპასს’’ შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი