შეჯიბრება ჯადრაკში

15 აპრილი 2023, 10:59 642 ნახვა

შეჯიბრება ჭადრაკში. ხულოში სპორტულ ღონისძიებაში თერთმეტი საჯარო სკოლის 50-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. 18 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის შეჯიბრებაში გამარჯვებულებს მედლები თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

შეჯიბრება ყოველწლიურად ტარდება როგორც მოზრდილ ასევე უმცროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

აქტივობა ხულოს სასპორტო სკოლის ორგანიზებითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში