გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ესპანურ „მანრესასთან“ საგარეო მატჩი წააგო და გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებს შინ 91:84 ჰქონდათ მოგებული, სტუმრად კი 83:85 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
19 აპრილს ტენერიფელები „მანრესას“ შინ მიიღებენ გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში კიდევ ერთ ესპანურ კლუბ „უნიკახას“ დაუპირისპირდებიან.
მალაგელებმა მეოთხედფინალში 2:0 დაამარცხეს „მურსია“, რომლის ღირსებასაც თად მაკფადენი და რატი ანდრონიკაშვილი იცავენ.