ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობამ სოციალურ მედიაში ტაივანზე იმიტირებული თავდასხმის მოკლე ანიმაცია გამოაქვეყნა. მასზე ასახულია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდასხმები კუნძულის ტერიტორიის მიმართულებით. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორშაბათს ტაივანის გარშემო 59 სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი დააფიქსირეს. პეკინმა, რომელიც დემოკრატიულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო 8 აპრილს ერთი დღის შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტი დაბრუნდა აშშ-დან. ვრცლად ვნახოთ რეპორტაჟი.