მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებს სამი ქალი დაემატა

06 აპრილი 2023, 10:02 492 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების განაცხადი წარმოადგინა, რომელშიც 12 სპორტსმენი მოხვდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს პირველობაზე 9 ძიუდოისტს წაიყვანს, ქალთა ნაკრები კი ტურნირზე 3 მონაწილით გავა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის საქართველოს ღირსებას გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი დაიცავენ.

ქალთა შორის კი მედლებისთვის ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობას კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს. ინდივიდუალური ტურნირი 7-13 მაისს შედგება, 14-ში კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი