ბათუმელმა სპორტსმენმა ზურა თავბერიძემ რუსეთში გამართულ კომერციულ ტურნირზე იასპარეზა, რამაც ქართული მკლავჭიდის სამყაროსა და ეროვნული ფედერაციის საპასუხო რეაქცია გამოიწვია.
ზურა თავბერიძე საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა და ნაკრებიდან მოკვეთა.
თავად სპორტსმენი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებს. ჩემი ქვეყნის სახელს, ნებისმიერ ქვეყანაში გავიტან, პოლიტიკოსი არ ვარ, სპორტსმენი ვარ. ვაფასებ მეგობრობას ადამიანებს შორის, პოლიტიკურ ინტერესებს არასოდეს დავაყენებ, ადამიანურ ურთიერთობებზე წინ.
შეგახსენებთ, რომ მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ რუსეთი და ბელორუსი, უკრაინაში წარმოებული ომის გამო საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა. მათ სპორტსმენებს კი აეკრძალათ გამოსვლა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირზე.