MMA-ს ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე ბრუნდება. გოგოლაძემ ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და Dana White's Contender Series ფარგლებში გამართული ჩხუბის პირველ რაუნდში ამერიკელ დარიუს ფლაუერზთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ქართველ მებრძოლს ხელი ამოუვარდა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ამირანი ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია ოქტაგონში იჩხუბებს და მილიონიანი გრანპრის მოსაგებად იბრძოლებს. ოქტაგონ 43-ზე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება, ამირანის მეტოქე მოლდოველი იუნ სურდუ იქნება.
შეხვედრა 20 მაისს გაიმართება. მილიონიანი გრანპრის მოსაგებად ორგანიზაციის მიერ შერჩეული 15 მებრძოლი იბრძვის და მათ კიდევ ერთი სპორტსმენი დაემატათ, რომელიც მაყურებელმა აირჩია.
სურდუს კარიერაში 12 მოგება და 5 მარცხი აქვს, გოგოლაძემ კი ოქტაგონი გამარჯვებულმა 14-ჯერ დატოვა და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა.