გოგა ბითაძის კარგი მატჩი NBA-ში

03 აპრილი 2023, 20:51 519 ნახვა

გოგა ბითაძემ, რომელიც წელს ორლანდოში გადავიდა, მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისმა გუნდმა კი დეტროიტ პისტონსი 128:102 დაამარცხა. 13 ქულა გოგას პირადი რეკორდია ორლანდოში. იგივე შედეგი ჰქონდა მას რამდენიმე დღის წინ მემფისთან შეხვედრაში. ასევე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, ქართველის სან ანტონიო სპურსმა 134:142 საკრამენტო კინგსი დაამარცხა.მამუმ თითქმის 17 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი ასევე 1 ჩაჭრა მოაგროვა.სან ანტონიო სპურსი 20 მოგებით და 58 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა, ხოლო 5 აპრილს გასვლაზე ფინიქსს სანსს ეთამაშება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში