ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, რაპირით ფარიკაობაში, 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავეებმა ორი მედალი მოიპოვეს.
ანანო ჯინჭარაძე ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ირაკლი მიქელაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ბათუმელი სპორტსმენები მწვრთნელებმა თიკო ბოლქვაძემ და ბიჭიკო საფარიძემ მოამზადეს.