მასტერ ლიგის საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

31 მარტი 2023, 14:10 751 ნახვა

მოლდოვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა საერთაშორისო ასპარეზზე პირველად მოიგეს. როსტომ ფარცვანიას გაწვრთნილმა ნაკრებმა ირლანდიის გუნდი 2:1 დაამარცხა. ანგარიში გიორგი კიკნაძემ გახსნა, შემდეგ ირლანდიელებმა გაათანაბრეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ჯეჯო ჯალიაშვილმა ისტორიული გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს მოაგებინა.

ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების კაპიტანი ილია გადელია გახდა.

დღეს ქართველი ფეხბურთელები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი