აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ექვსი მედალი საქართველოს ჩემპიონატზე

30 მარტი 2023, 14:01 819 ნახვა

ოზურგეთში დასრულდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი 17 წლამდე ასაკის ფალავანთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წონითი კატეგორიების მიხედვით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს დიმა გოგიტიძემ და ანრი გოგუაძემ. ვიცე-ჩემპიონი გოგა სურმანიძე გახდა.

ბრინჯაოს მედლები კობა გოგუაძემ, ზურაბ მამულაძემ და ალექსი დარჩიძემ მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი