საქართველოს პირველობა ბადმინტონში 

30 მარტი 2023, 10:16 510 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე ბადმინტონში. 19 წლამდე ასაკის ერთეულ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი მჟავიამ.

ამავე კატეგორიაში ვაჟთა წყვილებშიც პირველი ადგილი აიღეს გიორგი მჟავიამ და ნიკა ჩხეიძემ.

13 წლამდე ასაკის მოთამაშეებში თათია დიასამიძე გავიდა მეორე ადგილზე. 11 წლამდე კატეგორიაში გოგონათა შორის ჩემპიონი თეკლა გორდინსკაია გახდა, ამავე ასაკის ჭაბუკებში კი მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ გორდინსკი.

ბათუმელი ბადმინტონისტები მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი